დიმიტრი ხუნდაძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ეს არის მტრული დამოკიდებულება და ასეთი ურთიერთობის გაგრძელებას უბრალოდ აზრი არ აქვს

„ეს არის საქართველოს დამორჩილების გეგმის ნაწილი და ჩვენს ქვეყანაზე მორიგი შემოტევა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის კომენტარისას.

დეპუტატის თქმით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია აჩვენებს საქართველოსადმი მტრულ დამოკიდებულებას.

„ეს არის საქართველოს დამორჩილების გეგმის ნაწილი და ჩვენს ქვეყანაზე მორიგი შემოტევა, თუმცა ჩვენ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს დავიცავთ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობისათვის და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ საქართველოზე უსამართლო ზეწოლა მოახდინოს, არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადოს მაშინ, როდესაც დამადასტურებელი არცერთი ფაქტი არ არსებობს. ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულება, ეს არის მტრული დამოკიდებულება და ასეთი ურთიერთობის გაგრძელებას უბრალოდ აზრი არ აქვს,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...