დიმიტრი ხუნდაძე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე: ნატოს გაფართოება არის სათავე არაერთი სამხედრო დაპირისპირებისა და ამის მომსწრე ვართ უკრაინაში

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში გაჟღერებულ პრიორიტეტებზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ და მას მნიშვნელოვანი გზავნილი უწოდა. როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ნატოს გაფართოების საკითხი მსოფლიოში არაერთი დაპირისპირების საფუძველი გახდა.

მანვე აღნიშნა, რომ ნატოს გაფართოების შესაძლებლობა გახდა მიზეზი უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რამეთუ ნატოს გაფართოება არის სათავე არაერთი სამხედრო დაპირისპირებისა და კონკრეტული მაგალითის მომსწრე ვართ უკრაინაში, სადაც სწორედ ამ მიზეზით დაიწყო რუსეთმა ომი, უფრო სწორად დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის. და ძალიან დიდი შანსი იყო, რომ საქართველოც ამ ომის მსხვერპლი ყოფილიყო,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში შტატები ნატოსთან თანამშრომლობისას ერთ-ერთ საკითხად მისი მუდმივად გაფართოების აღქმის დასრულებას ასახელებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას...

შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრაღაში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები...