დიდი ენთუზიაზმით ვიწყებ ჩემს ახალ თანამდებობაზე მუშაობას – დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი საქართველოში საქართველოში მუშაობის პირველ კვირას ქართულ ენაზე აჯამებს

დიდი ენთუზიაზმით ვიწყებ ჩემს ახალ თანამდებობაზე მუშაობას, რომ ჩვენს ორ ხალხს ჰქონდეს კეთილდღეობა და უსაფრთხოება, – აცხადებს ბრიტანეთის ახალი ელჩი საქართველოში გარეტ უორდი.

ელჩი სოციალურ ქსელში ვიდეორგოლს აქვეყნებს, რომელშიც ის საქართველოში მუშაობის პირველ კვირას ქართულ ენაზე აჯამებს.

„ძალიან მიხარია, რომ საქართველოში დავბრუნდი 25 წლის შემდეგ, რაც პირველად ვესტუმრე თქვენს საოცარ ქვეყანას”, – ამბობს გარეტ უორდი.

იგი აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მოსამართლე რევაზ ნადარაია ნიკა გვარამიას: აქ არ იქნება დაუსრულებელი, უსაგნო საუბარი...

აქ არ იქნება დაუსრულებელი, უსაგნო საუბარი - ჩამოაყალიბეთ მოთხოვნა, რა გნებავთ. მეუბნებით, ხალხი უნდა დავკითხოთ, მაგრამ არ ვიცი, ვინ არიანო, - ასე მიმართა მოსამართლე...