დღეს ბარბარობაა

17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინება.

მოწამე ბარბარე მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა. ერთადერთ შვილს მამა ზრდიდა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. მას შემდეგ, რაც ბარბარეს ჩუმად მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ, წმინდა ბარბარეს თავი თავად მამამ მოჰკვეთა.

წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზურაბ ქადაგიძე ანა წითლიძის პოსტზე: ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის მორალური სახე....

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის პოსტს ეხმაურება, თენგიზ შარმანაშვილის სასამართლო სხდომაზე არყოფნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, შარმანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს...