დავით მორგოშია აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია თბილისში, პოლიტკოვსკაიას №27-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ, დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს განათლების მიმართულებით არსებულ საჭიროებებზე, მათ შორის მოსწავლეებისა და სტუდენტების სწავლების დაფინანსების, უფასო წრეებით და მოსამზადებელი კურსებით სარგებლობის ხელმისაწვდომობაზე.

ყურადღება გამახვილდა ობიექტში განსახლებულიდევნილების წინაშე არსებულ სხვა გამოწვევებზე, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის მიერ გაცემული დავალების თანახმად, დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანი, მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებაა.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და...

ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა და ბაზრობს, რომ აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ, ამას გავუძელით, იმას გავუძელით და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. რასაც მოესწარით, ყველაფერს...