დავით ქართველიშვილი: მარკო რუბიომ ჟენევაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა ამერიკას ეკუთვნის

„ორი დღეა აგონიაში მყოფი აკაცუკები, ვიღაც „რუსეთუმეების” მიმართ მამაკაცის სხეულის მათი საყვარელი ნაწილის მოხსენიებით, მიაწერდნენ მარკო რუბიოს „ფეიკ“ „აღიარებას”, რომ ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა ამერიკას არ ეკუთვნის და “კრემლის შედგენილია”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟენევაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა ამერიკას ეკუთვნის.

„მიუხედავად იმისა, რომ რუბიომ არაერთგზის უარყო ეს დეზინფორმაცია, აკაცუკების საზეიმო “ეპილეფსია” გრძელდებოდა. დღეს რუბიო იძულებული გახდა, მათთვის მამაკაცური სხეულის ის ნაწილი კიდევ ერთხელ უკან დაებრუნებინა. ჟენევაში, ჟურნალისტების შეკითხვას: “რას ფიქრობთ ევროპელების ალტერნატიულ გეგმაზეო”, რუბიომ „რა ატამი, რის ატამით” უპასუხა – “აზრზე არა ვარ, რა გეგმაზე მეკითხებით, პირველად მესმისო”, – წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...