Dailymail: ბრიტანეთის მოქალაქე ლუკ იარვუდი ანტიიმიგრანტული პოსტის გამოქვეყნების გამო, 18 თვით დააპატიმრეს

“ტვიტერის” მომხმარებელს, რომელმაც ორი ანტიიმიგრანტული შინაარსის “ტვიტი” გამოაქვეყნა და ჯამში მხოლოდ 33 ნახვა დააგროვა, რასობრივი სიძულვილის გაღვივების ბრალდებით 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა- ამის შესახებ Dailymail-ი წერს.

36 წლის ლუკ იარვუდს სასჯელი მას შემდეგ მიესაჯა, რაც 2024 წლის დეკემბერში, გერმანიის ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე ავტომობილით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, პოსტები გამოაქვეყნა.

მედიის ცნობით, მისი პოსტების შესახებ პოლიციას მისმა სიძემ აცნობა, რომელთანაც მას კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა.

ბრალდების მხარის წარმომადგენელმა, სიობჰან ლინსლიმ, განაცხადა, რომ იარვუდის “უკიდურესად უსიამოვნო პოსტებს” არეულობის გამოწვევა შეეძლო. ხოლო დაცვის მხარის ადვოკატმა აღნიშნა, რომ პოსტებს მხოლოდ 33 ნახვა ჰქონდა და ისინი “სოციალურად იზოლირებული ადამიანის უსუსურ და უკონტროლო გამონათქვამებს” წარმოადგენდა, რომელსაც “რეალურ სამყაროში” არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

გამოცემის ინფორმაციითვე, მოსამართლე ჯონათან ფულერმა განაცხადა, რომ იარვუდის “ოდიოზური” “ტვიტები” მიზნად ისახავდა რასობრივი სიძულვილის გაღვივებასა და ძალადობის წაქეზებას, რის საფუძველზეც მას თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

კონსტანტინე გამსახურდია: დღევანდელი გადასახედიდან 7 ნოემბრის აქციის სასტიკი დარბევა იყო ქვეყნის...

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია, 2007 წლის 7 ნოემბერის მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ 7 ნოემბრამდე, მეგის ქარდავას ზინდერებმა სასტიკად დაარბიეს უკვე დასრულებული...