ComCom-მა ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებისა და ყალბი ამბების აღმოჩენაში ქუთაისში 500, მცხეთა-მთიანეთში კი 100 მოზარდი გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ქუთაისსა და მცხეთა-მთიანეთში 600-ზე მეტი მოსწავლე გადაამზადა. ტრენინგები დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეებს, ასევე SOS ბავშვთა სოფლის ბენეფიციარებს, „Happy Onlife“, „მედიის ეკონომიკისა“ და „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ პროექტების ფარგლებში ჩაუტარდათ.

ქუთაისის მე-17, 21-ე და სკოლა „პროგრესის“ დაწყებითი კლასის 300-მა, ასევე მცხეთის N1 და სოფელ ვაზიანის სკოლების II და III კლასის 50-ზე მეტმა მოსწავლემ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების წესები „Happy Onlife“-ის საშუალებით ისწავლეს. მოზარდებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან და  კიბერბულინგისგან.

ამავე სკოლების IX, X და XI კლასის მოსწავლეებს ტრენინგი „მედიის ეკონომიკისა“ და ყალბი ახალი ამბების აღმოჩენის ტექნიკების შესახებ ჩაუტარდათ. ქუთაისის 200 და მცხეთისა და ვაზიანის სკოლების 40-ზე მეტმა უფროსკლასელმა მიიღო ამომწურავი ინფორმაცია, თუ საიდან იღებს სოციალური მედია დაფინანსებას და როგორ მუშაობს სხვადასხვა პლატფორმის ალგორითმი. მოზარდებმა ასევე ისწავლეს, როგორ უნდა ამოიცნონ ყალბი ინფორმაცია, გადაამოწმონ წყარო და დაადგინონ რეალური ფაქტები. ტრენინგზე მიღებული ცოდნა უფროსკლასელებს მედიაწიგნიერების კონკურსისთვის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ნაშრომების მომზადებაში დაეხმარება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური...