ჩხოროწყუში ოცინდალეს ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ თაიაში, ოცინდალეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე მისასვლელი 4-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ჩოროწყუს მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში იგება ბეტონის საფარი. გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების, ხიდ-ბოგირისა და დამცავი ზღუდარების მოწყობა.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 2 570 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: ხალხისაგან სრული გაუცხოება და იზოლაცია, საგარეო ლეგიტიმაციის სანაცვლოდ პოლიტიკური...

ხელმოცარულ ოპოზიციურ სპექტრს დაკარგული აქვს პოლიტიკური საყრდენი ქვეყნის შიგნით, ისინი ქართველი ხალხს კი არ ესაუბრებიან, არამედ ისევ გარე ძალების დახმარებით ცდილობენ ქვეყანაში სიტუაციის არევას...