ჩხოროწყუს მერთან დაპირისპირების საქმეზე ედემ კვარაცხელია დააკავეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან, დავით გოგუასთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი ედემ კვარაცხელია დააკავეს. თავდაპირველად გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით გაგრძელდა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ჩხოროწყუს მერსა და მერიის სპორტის განყოფილების ყოფილ უფროსს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზად ედემ კვარაცხელიას სამსახურიდან გათავისუფლება სახელდება, კვარაცხელია სამსახურიდან შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

„ეუთო-ს პლატფორმები ხელს უნდა უწყობდეს ჭეშმარიტ დიალოგსა და მოსაზრებების კონსტრუქციულ გაცვლას...

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, საქართველოს დელეგაციამ განცხადება გააკეთა „ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციასთან" დაკავშირებით. საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობას, რომელიც ეუთო-ს ფარგლებში ერთ-ერთ...