ჩეხეთის პრემიერი ანდრეი ბაბიში: ვიქტორ ორბანი შესანიშნავი ლიდერია. ასევე, ჩემი განსაკუთრებული მადლობა პრეზიდენტ ტრამპს, რომლის დიპლომატიური ძალისხმევის გარეშეც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა შეუძლებელი იქნებოდა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც უნგრეთის პრემიერი შეაქო და მას დიდებული ლიდერი უწოდა.

ჩეხეთის პრემიერი იზიარებს პრეზიდენტ ტრამპის შეფასებას და ამის შესახებ X-ზე წერს, რომ ვიქტორ ორბანი შესანიშნავი ლიდერია და გასაკვირი არ არის, რომ ის იყო V4 ქვეყნების ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც ეგვიპტის შარმ-ელ-შეიხში გამართულ სამშვიდობო სამიტს დაესწრო.

„სრულიად ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს – ვიქტორ ორბანი შესანიშნავი ლიდერია. გასაკვირი არ არის, რომ ის იყო V4 ქვეყნების ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც დაესწრო ეგვიპტის შარმ-ელ-შეიხში გამართულ სამშვიდობო სამიტს, სადაც 27 მსოფლიო ლიდერი – მათ შორის, მხოლოდ 7 ევროკავშირიდან – შეიკრიბა ღაზაში ომის საბოლოოდ დასასრულებლად. ასევე, ჩემი განსაკუთრებული მადლობა პრეზიდენტ ტრამპს, რომლის დიპლომატიური ძალისხმევის გარეშეც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა არ იქნებოდა.“-დაწერა პრემიერმა ბაბიშმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანის შესახებ შემდეგი რამ თქვა: „ჩვენ აქ გვყავს უნგრეთი. სად არის ვიქტორი? ჩვენ გვიყვარს ვიქტორი. თქვენ ფანტასტიკური ხართ. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი არ დამეთანხმება, მაგრამ მე ვარ ერთადერთი, ვისი აზრიც მნიშვნელოვანია“.

https://x.com/andrejbabis/status/1978055411539300776?s=46&t=2n6450-rN_L9bkkExyI1Iw

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...