ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე არმინ ლაშეტი: როგორ შეიძლება ისეთი უცოდინარი ადამიანი, როგორიც კაია კალასია, იყოს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი- ევროპის საგარეო პოლიტიკა სერიოზულ კრიზისშია

ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე არმინ ლაშეტი X-ზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ევროპის საგარეო პოლიტიკა სერიოზულ კრიზისშია.

მისი განცხადებით, როცა გაფრთხილებაა იმის თაობაზე, რომ სამშვიდობო პროცესი რისკის ქვეშაა, თუ ჰამასი სწრაფად არ განიარაღდება, ამის მაგივრად კაია კალასი ისრაელს სანქციებით ემუქრება.

„როგორ შეიძლება ისეთი უცოდინარი და არაკომპეტენტური ადამიანი, როგორიც კაია კალასია, გახდეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში? მაშინ, როცა საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები აფრთხილებენ, რომ სამშვიდობო პროცესი რისკის ქვეშაა, თუ ჰამასი სწრაფად არ განიარაღდება, კალასი პირიქით, ის ისრაელს სანქციებით ემუქრება. ევროპის საგარეო პოლიტიკა სერიოზულ კრიზისშია.“- დაწერა არმინ ლაშეტმა.

https://x.com/ArminLaschet/status/1980354776643584022

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...