ბრიუსელის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა ათასობით ფერმერის წინააღმდეგ, რომლებიც სამხრეთ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აპროტესტებდნენ

ფერმერებმა ბრიუსელში გზები გადაკეტეს ევროკავშირსა და მერკოსურის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაპროტესტებლად.

“ევრონიუსის” ინფორმაციით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა ათასობით ფერმერის წინააღმდეგ, რომლებმაც გზები ტრაქტორებით გადაკეტეს და კარტოფილსა და კვერცხებს ისროდნენ, როდესაც ევროპელი ლიდერები სამხრეთ ამერიკასთან სადავო სავაჭრო შეთანხმების განსახილველად შეიკრიბნენ.

ევროკავშირსა და მერკოსურის შეთანხმების მოწინააღმდეგე დემონსტრანტები იმ შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერები სავაჭრო შეთანხმების შესწორების ან გადადების საკითხებს განიხილავდნენ, ამის პარალელურად კი ორმაგი მიტინგი ლუქსემბურგის მოედანზე, ევროპარლამენტიდან სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯში გაიმართა.

https://www.euronews.com/2025/12/18/farmers-block-roads-in-brussels-to-protest-eu-mercosur-free-trade-deal

ავტორი:

ბოლო სიახლეები

კონსტანტინე გამსახურდია: დღევანდელი გადასახედიდან 7 ნოემბრის აქციის სასტიკი დარბევა იყო ქვეყნის...

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია, 2007 წლის 7 ნოემბერის მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ 7 ნოემბრამდე, მეგის ქარდავას ზინდერებმა სასტიკად დაარბიეს უკვე დასრულებული...