ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ბორჯომში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დააჯილდოვების ცერემონიალს დაესწრო

“ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილთან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, გიორგი ქოჩიაშვილთან, ბორჯომის საკრებულოს თავჯდომარესთან, დავით ზაალიშვილთან, პროპორციული სიის პირველ ნომერთან, გიორგი ფერაძესთან, მერის მოადგილეთან გიორგი ტაბატაძესთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ხათუნა ხარაზიშვილთან და სასულიერო პირებთან ერთად ბორჯომში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დააჯილდოვების ცერემონიალს დაესწრო.

მერობის კანდიდატმა ქალაქის გამორჩეულ პედაგოგებს, დამსახურებული ჯილდოს მიღება მიულოცა.

გელაშვილის განცხადებითვე, მათ არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდეს ჩვენს ქვეყანას და მათი ღვაწლი ფასდაუდებელია.

https://www.facebook.com/share/p/1WiNd1PRKH/?mibextid=wwXIfr

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია...