ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი -ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ კიდევ უფრო მეტად კომფორტულ და ინფრასტრუქტურულად განვითარებულ გარემოში იცხოვრონ

დღეს, “ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პროპორციული სიის პირველ ნომერთან, გიორგი ფერაძესთან ერთად, ლიკანში და სოფელ ლიკანიში მცხოვრებლებს შეხვდა.

ადგილობრივებს გააცნო გუნდის გეგმები, რომ ბორჯომი სხვადასხვა მიმართულებით მეტად განვითარებული მუნიციპალიტეტი გახადონ.

მერობის კანდიდატის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ კიდევ უფრო მეტად კომფორტულ და ინფრასტრუქტურულად განვითარებულ გარემოში იცხოვრონ.

მან მადლობა გადაუხადა თითოეულ ამომრჩეველს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის.

“მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება ბორჯომს!”- აცხადებს გელაშვილი.

https://www.facebook.com/share/p/1B1TqCLcL8/?mibextid=wwXIfr

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას...

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს...