ბორელი ალიევს საფრანგეთსა და ნიდერლანდებზე თავდასხმების გამო აკრიტიკებს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საფრანგეთსა და ნიდერლანდებზე თავდასხმების გამო გააკრიტიკა.

„პრეზიდენტ ალიევის ბრალდებები ევროკავშირის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების მისამართით ძალზედ სამწუხაროა. ეს მიუღებელი განცხადებები ძირს უთხრის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიზნებს, რომელსაც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობით კლიმატის კონფერენცია COP29 ისახავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საფრანგეთსა და ნიდერლანდებს“, – დაწერა ბორელმა.

ბორელმა აგრეთვე გააკრიტიკა აზერბაიჯანი მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლის გამო. მისი თქმით, მედია და არასამთავრობო სექტორი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების კუთხით მძიმე ვითარებას აღწერენ.

ცნობისთვის, ალიევმა რამდენიმე დღის წინ საფრანგეთი დაადანაშაულა იმაში, რომ ის ხმელთაშუა ზღვაში კორსიკის კუნძული და სხვა ტერიტორიები კოლონიალურ უღელში ამყოფებს. მაგალითად მან, აგრეთვე ახალი კალედონია მოიყვანა, რომელიც წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, სადაც საარჩევნო რეფორმის გამო გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტები გაიმართა, რა დროსაც 13 ადამიანი დაიღუპა. ანალოგიური ბრალი მან ნიდერლანდებსაც დასდო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 9...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 9 ნოემბრიდან გაგრძელდება. სხდომა 9 ნოემბერს 14:00 საათზე დაიწყება. როგორც დღევანდელი სხდომის...