ბიძინა ივანიშვილი: თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

„თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო.

პაპი ფრანცისკე ყოველთვის მოწოდებული იყო მშვიდობისა და სიკეთის გავრცელებისკენ.

როგორც იმედის, თანაგრძნობის, მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლო, პაპი ფრანცისკე კვლავ მაგალითი იქნება მილიონობით ადამიანისთვის.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, ვინც გლოვობს ამ დიდ დანაკარგს“ , – აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რომელზეც სხვა ქვეყნის...