ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, ,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე I Giorgi Chakvetadze ,,ახალი აზერბაიჯანის” მიწვევით მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისს ესტუმრა

გიორგი ჩაკვეტაძეს ,,ახალი აზერბაიჯანის” ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარემ, ბახთიარ ისლამოვმა, ორგანიზაციის წევრებთან ერთად უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ,,ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციასა და ,,ახალი აზერბაიჯანის” ახალგაზრდულ კავშირს შორის ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობები განიხილეს.

გიორგი ჩაკვეტაძემ აზერბაიჯანულ მხარეს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის სტრუქტურა, საქმიანობის სფეროები და სამომავლო გეგმები გააცნო და თბილისში მოიწვია.

ბახთიარ ისლამოვმა თანამშრომლობის სურვილი და მზაობა გამოთქვა. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელები კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.

#ქართულიოცნება
#ახალგაზრდულიორგანიზაცია

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დიმიტრი ხუნდაძე: ბიუჯეტი ბევრი სიკეთის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ, რამდენიმე ძირითადი აქცენტი...

ვეტერანებისათვის შემწეობის გაზრდისა და დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებისათვის ცალკეული პროგრამების დაფინანსების ზრდის მნიშვნელობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ...