ბაჩო ახალაია: მგონია, რომ 4 ოქტომბერი არის ზუსტად იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი

ცოტა საღი აზრის ფარგლებშიც, თუ აზროვნებენ ადამიანები, უნდა ესმოდეთ, რისი ორგანიზება არის. ბატონი პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას ვინმეს ორგანიზება სჭირდებოდა? – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპატრამენტში შესვლამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბრის აქცია ზუსტად იმ რანგის სამოქალაქო აჯანყების დღე იყო, როგორც 9 აპრილი.

“მე, როგორც ადამიანს, როგორც ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანს, პატრიოტს ამ ქვეყნისას, ძალიან მრცხვენია, რომ იქ არ ვიყავი და აქ ვდგავარ ახლა. მე მგონია, რომ 4 ოქტომბერი არის ზუსტად იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი. კიდევ უფრო ქაქუცას დროინდელი – ეს იყო მართლა საოცრება, პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებმა გაბედეს, გააკეთეს, მაგრამ დამარცხდნენ იმ ბრძოლაში,” – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...