აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: პირები უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის აგენტებად, თუ ისინი აშშ-ში უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოელი დამკვეთის მითითებით ან კონტროლის ქვეშ მოქმედებენ. ჩვენს ქვეყანაში კანონიერად ჩამოსულ სტუმრებს ყოველთვის მივესალმებით, თუმცა მათ ჩვენი კანონები უნდა დაიცვან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ.

„სახელმწიფო მდივანმა რუბიომ მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ეწევიან ისეთ საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენის ეროვნულ ინტერესებს და საგარეო პოლიტიკას, ჩვენ მათ ვიზებს გავუუქმებთ. როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა აღნიშნა, პირები უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის აგენტებად, თუ ისინი აშშ-ში უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოელი დამკვეთის მითითებით ან კონტროლის ქვეშ მოქმედებენ. ჩვენს ქვეყანაში კანონიერად ჩამოსულ სტუმრებს ყოველთვის მივესალმებით, თუმცა მათ ჩვენი კანონები უნდა დაიცვან“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „თუ უცხოური მთავრობა ან უცხოური სუბიექტი ფარულად წარმართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან კოორდინაციას უწევს თქვენს საქმიანობას აშშ-ში, შეიძლება ამოქმედდეს გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გამჟღავნების ფედერალური კანონები“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე იტალიაში დაგეგმილ შეხვედრებზე: ორმხრივი ურთიერთობები, ევროკავშირი, ოკუპაცია, საქართველოს მნიშვნელოვანი...

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც იტალიაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე გამახვილდება ყურადღება. „ორმხრივი ურთიერთობები, ევროკავშირი, ოკუპაცია, საქართველოს...