აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, უკრაინის კონფლიქტის გაგრძელება ევროპას დაასრულებს, ამიტომ ომი უნდა დასრულდეს

თქვენ ახსენეთ ევროპა. ევროპას აუცილებლად სჭირდება ამის [უკრაინის ომის] დასრულება. მათ არ შეუძლიათ ამის სამუდამოდ გაჭიანურება, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის ეკონომიკის ზრდა წარმოუდენლად შენელდა და ომის დასრულების შემთხვევაში, შესაძლებელია ზრდის იმ ნიშნულზე დაბრუნება, რაც ევროპას შესაძლებლობას მისცემს, იყოს აშშ-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი.

„ევროპის ეკონომიკა ბოლო 18 თვის განმავლობაში წარმოუდგენლად ნელა იზრდებოდა და ევროპაში ამ კონფლიქტმა ყურადღება გადაიტანა იმაზე, რაც ყველას გვჭირდება: ვიყოთ ინოვაციურები, კრეატიულები და განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა. თუ ჩვენ შევძლებთ მშვიდობის მიღწევას, თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ევროპამ იარაღი დაყაროს, თქვენ გექნებათ შანსი, რომ ევროპული ზრდა იმ დონეზე დააბრუნოთ, რაც ევროპას საშუალებას მისცემს, იყოს შესანიშნავი და მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც შეერთებულ შტატებს სჭირდება.“ – განაცხადა პომპეომ.

https://x.com/mikepompeo/status/1993448361626611726?s=46

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...