არც ერთ ევროპის ქვეყანაში არ არის ის მედია მრავალფეროვნება, როგორც საქართველოშია – ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დასავლეთში შეშფოთებულები არიან საქართველოში მედიის მდგომარეობით, თუმცა ვერც ერთ სახელმწიფოს ვერ დაასახელებენ, სადაც ისეთი მედიამრავალფეროვნება არსებობს, როგორიც საქართველოშია.

როგორც მან “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა, მათ ბრწყინვალედ იციან, რომ ტელევიზიის დაფუძნებას საქართველოში არანაირი ბიუროკრატიული ბარიერები არ აქვს.

“შეშფოთებულები არიან საქართველოში მედიის მდგომარეობით, საინტერესოა რატომ არიან შეშფოთებულები. ევროპის ვერც ერთ სახელმწიფოს ვერ დამისახელებთ ფაქტობრივად, სადაც ისეთი მედია მრავალფეროვნება არსებობს, როგორიც საქართველოშია. ბრწყინვალედ იციან, რომ ტელევიზიის დაფუძნებას არანაირი ბიუროკრატიული ბარიერები არ აქვს.

განაცხადი უნდა შეიტანოთ, შეიძინოთ სიხშირე და შეგიძლიათ უკვე მაუწყებლობა დაიწყოთ. დანარჩენი თქვენს ჟურნალისტურ და მატერიალურ რესურსებზეა დამოკიდებული.

ასეთი რამე ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის და არც ერთ ქვეყანაში არ არის ის მედია მრავალფეროვნება, როგორც საქართველოშია”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...