არსებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პარტია „ახალი“ ორ ნაწილად, მელიასა და გვარამიას მომხრეებად გაიყოფა

დაპირისპირების ახალი კერა ოპოზიციაში. ამჯერად ნიკა გვარამია და ნიკა მელია პარტიას ვერ იყოფენ. არსებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პარტია „ახალი“ ორ ნაწილად, მელიასა და გვარამიას მომხრეებად გაიყოფა. მანამდე კი დავობენ, ვის დარჩება ბრენდი, ლოგო და ნომერი. დაპირისპირების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ციხეში მყოფი მელია, გაღიზიანებულია ნიკა გვარამიაზე და მას პარტიის მიზანმიმართულ ჩამოშლაში ადანაშაულებს.

არსებული ინფორმაცია „ქრონიკასთან“ თავად ნიკა გვარამიამ უარყო.

„თქვენ იცით, რომ ორი გუნდი ვართ ჩვენ, რომელიც გაერთიანდა. ამ ვითარებაში არაფერი განსაკუთრებული არ შეცვლილა. თუ რამე მოხდება, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება საჯარო იმიტომ, რომ არავინ არაფრის დამალვას არ ვაპირებთ. ჩვენ ვართ ორი გუნდი, რომელიც გაერთიანდა. ისე, კოალიციაში რეალურად ოთხნი ვართ ხომ?! არანაირი დრამატული ვითარება ამ მიმართულებით არ შექმნილა“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის...

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი...