ანალენა ბერბოკი – ნატო ვერ მიიღებს ახალ წევრებს, რომლებიც ომში არიან

ნატო ვერ მიიღებს ახალ წევრებს, რომლებიც ამჟამად ომში არიან ჩართული, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ოსლოში განაცხადა, სადაც ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ.

“ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ძალაში რჩება, მაგრამ ამავე დროს ცხადია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ ახალი წევრების მიღებაზე, რომლებიც ომში არიან”, – განუცხადა ანალენა ბერბოკმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ოსლოში გამართული შეხვედრა კიდევ ერთი ნაბიჯია ნატო-ს ლიდერების ვილნიუსის სამიტამდე, რომელიც ივლისშია დაგეგმილი და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შეთანხმებას კიევთან ურთიერთობების გაძლიერების შესახებ.

შეგახსენებთ, დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზად არის.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით,...

კოალიციის დამყარება რას ნიშნავს? ე.ი ის იზიარებს მის ფუნდამენტურ მრწამსს პოლიტიკის. თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით, რომ შუაშია, - განაცხადა გადაცემაში...