აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მომწოდებლების გამოსავლენად ხმის მიცემა მიმდინარეობს

აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მომწოდებლების გამოსავლენად ხმის მიცემა მიმდინარეობს, – ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

„რეგიონში რეგისტრირებულ ყველა ტურისტულ ობიექტზე განთავსებულია QR Code-ი, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს კონკრეტული ობიექტის შეფასება შეუძლიათ. გარდა ონლაინ გამოკითხვისა, გამარჯვებულთა გამოსავლენად გამოიყენება ტურისტების კვლევა (პირისპირი გამოკითხვის მეთოდით), ტურისტული სექტორის გამოკითხვა და Booking.com-ის, Google Map-ის, Trip Adviser-ის, Facebook.com-ის მონაცემები და შეფასებები. გამარჯვებულებს 10 სხვადასხვა ნომინაციაში ტურისტები და აჭარის ტურისტულის სექტორის წარმომადგენლები გამოავლენენ.

დეკემბრის ბოლოს, „მაგნოლია 2024“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გაირკვევა თუ რომელ განთავსებისა და კვების ობიექტს, გიდს, ტურისტულ სააგენტოსა და ადგილს გააჩნია ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლია“-ს დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური...