27 ივლისი, შაბათი, 2024
27 ივლისი, შაბათი, 2024

ავთანდილ თალაკვაძე: მოვიდა დრო ვიმსჯელოთ და ერთად გადავწყვიტოთ თუ რა უნდა გაკეთდეს ოზურგეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მოედანზე

ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოედანი და მისი ცენტრალური სივრცე – წრე, უკვე წლებია ცარიელია. მოვიდა დრო ვიმსჯელოთ და ერთად გადავწყვიტოთ თუ რა უნდა გაკეთდეს ამ ადგილას, – ამის შესახებ ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე Facebook-ზე წერს.

„რას იტყვით ჩემო ძვირფასო ოზურგეთელებო, გურულებო? ჩვენი კუთხის ისტორიამ და ჩვენმა წინაპრებმა არ დაიმსახურეს აქ რამე გამორჩეული დაიდგას მათი გმირული თავგადასავლების აღსანიშნავად – ისეთი, რომ აქაურებს სიამაყით აგვავსებს და ოზურგეთში ჩამოსულ სტუმარსაც გურულების ამბავს მოუყვება?! ასეთი სივრცის გამოუყენებლობა არ შეიძლება“, – წერს თალაკვაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები