8 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024
8 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

“სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რვა მუნიციპალიტეტის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. მუნიციპალიტეტებში 20 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები უხარისხოდ განხორციელდა ან საერთოდ არ შესრულდა”- გიგი გიგიტელაშვილი

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რვა მუნიციპალიტეტის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. მუნიციპალიტეტებში ადგილი აქვს კორუფციას და 20 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ან უხარისხოდ განხორციელდა, ან საერთოდ არ შესრულდა.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის საკრებულოს წევრმა, გიგი გიგიტელაშვილმა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის საკრებულოს წევრმა, გიგი გიგიტელაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც რეგიონებში სავარაუდო კორუფციულ ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით მხოლოდ 8 მუნიციპალიტეტში 20 მლნ ლარზე მეტი ინფრასტრუქტურული სამუშაო უხარისხოდ განხორციელდა ან არ დასრულდა.

„მიხეილ სააკაშვილის, “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობისა” და ”ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი სახელმწიფოს კორუფციული ჭაობიდან ამიყვანა იყო. ბიძინა ივანიშვილის რუსული ოცნების მთავარი ხელწერა საქართველოს კორუფციულ ჭაობში ჩათრევაა. სწორედ ქვეყანაში არსებული მძიმე კორუფციული მდგომარეობის გამო, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი მთავარი ასპექტი და მოთხოვნა, რომელიც დამოუკიდებელი, ძლიერი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნასთანაა დაკავშირებული, არ არის სრულყოფილად შესრულებული, რის შემდეგადაც კორუფცია როგორც ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, ასევე მუნიციპალიტეტების მერიებსა და საკრებულოებში სრულადაა ფესვგადგმული.

ბოლო პერიოდში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 8 მუნიციპალიტეტის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც პირდაპირაა ხაზგასმული, რომ მუნიციპალიტეტებში ადგილი აქვს კორუფციას, ხალხის ფულის ფლანგვას, პარტიული აქტივის უფუნქციოდ, ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმებასა და სხვა არამართლზომიერ ქმედებებს.

ზემოხსენებულ მუნიციპალიტეტებში გამოვლენილი ფაქტები, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ბიუჯეტის ხარჯზე ქართული ოცნების პარტიული აქტივის ათასობით წარმომადგენლის დასაქმებაზე ისე, რომ მათ არანაირი ფუნქცია-მოვალეები არ გააჩნიათ. მაგალითად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში უფუნქციოდაა დასაქმებული 150 პირზე მეტი, რომლებიც წლიურად ხელფასის სახით ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 მილიონ ლარს არაფრის კეთებაში იღებენ. ასეთივე მდგომარეობაა თელავში, ახმეტაში, გორში, კასპში და საგარეჯოში. სამაგიეროდ ჩვენ ვიცით ეს ხალხის რაში იღებს ხელფასს – ისეთი მდაბიო პროვოკაციების მოსაწყობად როგორსაც ადგილი გასულ კვირას ჰქონდა კასპში, როგორიც გახლდათ საგარეჯოში მომხდარი ინციდენტი. სამწუხაროდ, თითქოს უფუნქციოდ დარჩენილი ადამიანები ეფექტურ “ზონდერ” ჯგუფებად იქცევიან, რომლებიც იქ ჩასულ ოპოზიციონერებს ფიზიკურად უსწორდებიან. სწორედ ეს არის მათი ძირითადი ფუნქცია და მოვალეობა!

ჩვენ ვიცით, რომ რეგიონებში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა. მაგალითად, აღნიშნულ რვავე მუნიციპალიტეტში 20 443 700 ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ან უხარისხოდ განხორციელდა, ან არ დასრულებულა, რის შედეგადაც გაიფლანგა ხალხის ფული, რაზეც პასუხი არავინ არ აგო.

გრძელდება მერიებისა და საკრებულოებში ტრადიციად ქცეული ათასობით ლიტრი საწვავის პირადი მოხმარებისთვის დაუსაბუთებელი ხარჯვა.

სამართლებრივი სახელმწიფოს პირობებში, ყველა ზემოთ აღნიშნული ფაქტით შესაბამისი საგანძოებო ორგანოები უნდა ინტერესდებოდნენ, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ უსამართლო სახელმწიფოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის ფულის ფლანგვაზე რუსული ოცნების ყველა წარმომადგენელს ძალიან მალე აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება.” – განაცხადა გიგი გიგიტელაშვილმა

ავტორი:

ბოლო სიახლეები