შეყვარებულის დაბადების დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა წლის განმავლობაში. დიდი მონდომებით ვარჩევთ საჩუქარს. ვაანალიზებთ, რა უთქვამს ბოლო პერიოდის განმავლობაში. შემთხვევით, რამე ისეთი ხო არ უხსნებია, რაც უნდა? ან, იქნებ, დიდიხანია რაღაცაზე ოცნებობს?
საჩუქრის ჩუქებას მიზეზი არ სჭირდება. თუმცა, დაბადების დღე ნამდვილად ის დღეა, რომელიც უსაჩუქროდ ვერ ჩაივლის. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში გაგიზიარებთ 2 კარგ იდეას, რომელიც შეიძლება გამოგადგეს – პოლაროიდი და ჰამაკები.
რა ტიპის ადამიანებს მოეწონებათ პოლაროიდი?
პოლაროიდი შეიძლება ადამიანთა სხვადასხვა კატეგორიას მოეწონოს. მაგალითად:
- სტუდენტებს: მათ სჭირდებათ განსაკუთრებული მომენტების აღბეჭდვა.
- ფოტოგრაფიის მოყვარულებს: არ არის აუცილებელი, ფოტოგრაფი იყო იმისთვის, რომ ფოტოების გადაღება გიყვარდეს.
- მოგზაურებს: მათ, ვინც მომენტში ცხოვრობენ და ამ მომენტების დაჭერა უნდათ.
არ დაგავიწყდეთ, რომ გაითვალისწინოთ ადრესატის სპეციფიკური ინტერესები და ცხოვრების. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვის კარგი იდეაა ადამიანთან საუბარი მისი ინტერესებისა და პრეფერენციების შესაფასებლად.
რა ტიპის ადამიანებს მოეწონებათ ჰამაკები?
ჰამაკები შეიძლება იყოს ფანტასტიკური საჩუქარი მათთვის, ვინც ცხოვრობს დატვირთული ცხოვრებით და დასვენება სჭირდება. განსაკუთრებით კარგი იქნება მათთვის, ვისაც საკუთარი სახლი აქვს, რადგან ეზოში განათავსებს ჰამაკს. თუმცა, მონდომების შემთხვევაში, ბინის მაცხოვრებლებსაც შეიძლება გამოადგეთ.
სად შევიძინოთ ჰამაკები და პოლაროიდი?
თუ გსურთ, შეიძინოთ ჰამაკები ან პოლაროიდი ონლაინ, მაშინ, გულწრფელად გირჩევთ ეწვიოთ ვებგვერდს https://onoff.ge/ . ონლაინ შოპინგი ძალიან მოსახერხებელია, რადგან არ გიწევთ საათობით რიგში დგომა. იდეალურია იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოში არ იმყოფებით. ამ პლატფორმის მიტანის სერვისის დროები კი ასეთია:
- თბილისი:2-7 სამუშაო დღე
- რეგიონები: 3-7 სამუშაო დღე
(R)









