ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიცია მუდმივად ბიძინა ივანიშვილის ჯამში იყურება, ფულს უთვლის, თან ისე, რომ თავად ფულებისგან გაზულუქებულს, ერთხელ არ გაუკრავს ჯიბეზე ხელი ხალხის და ქვეყნის დასახმარებლად

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე დენდროლოგიური პარკის ბიძინა ივანიშვილის მეუღლის მფლობელობაში გადაცემასთან დაკავშირებით, რადიკალური ოპოზიციის რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს.

ანჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები მუდმივად ბიძინა ივანიშვილის ფულს ითვლიან, იმ ფონზე, რომ თავად ერთხელაც არ დახმარებიან სახელმწიფოს.

„გახსოვთ ცნობილი სიტყვები ფილმიდან “რატომ იყო რევულუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?”

რატომ არის დღევანდელი ოპოზიცია გონებაჩლუნგი? იმიტომ სხვა სისულელეების კეთებასთან ერთად, მუდმივად ბიძინა ივანიშვილის ჯამში იყურება ფულს უთვლის, თან ისე, რომ თავად ფულებისგან გაზულუქებულს, ერთხელ არ გაუკრავს ჯიბეზე ხელი ხალხის და ქვეყნის დასახმარებლად“ – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები,...

გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელს, საკვებს თუ მდიდრულ მოგზაურობებს ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ბიძინა...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...