4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ნომრის პორტირება აბონენტებს სერვისცენტრში მისვლის გარეშე შეუძლიათ

კახა ბექაურმა, პარლამენტში გამართულ დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე, ComCom-ის 2022 წლის ანგარიში წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, აბონენტებისთვის ნომრის პორტირების გამარტივების შესახებ ისაუბრა.

თავმჯდომარის განცხადებით, გასულ წელს, კომისიამ ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის მომსახურებების მიმწოდებელი კომპანიებისთვის, ახალი წესები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც აბონენტებს ნომრის პორტირება სერვისცენტრებში მისვლის გარეშე შეუძლიათ.

“განახლებული წესებით, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მობილური ნომრის პორტირების განაცხადიდისტანციურად, სასურველი ოპერატორის სერვისცენტრში მისვლის გარეშე გააკეთონ და ახალიოპერატორის სიმ-ბარათი ნებისმიერ მისამართზე მიიღონ. ასევე, აქვთ შესაძლებლობა არსებული ნომერი ტექნოლოგიის ცვლილების მიუხედავად შეინარჩუნონ” – აღნიშნა კახა ბექაურმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.