ედიშერ გვენეტაძე “ნაციონალურ მოძრაობაზე” – რომ შეიძლებოდეს ერმოლოვსაც კი გააცოცხლებენ და მას შემოუძღვებიან, არ აქვთ გამოცდილება თუ?! მძღოლებად არ ეჯდნენ 2008-ში მათი გუბერნატორები რუს გენერლებს?

ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და აკვნის ბავშვებსაც თვალის დაუხამხამებლად დახოცავენ – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე რუსეთში მიმდინარე არეულობის ფონზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

გვენეტაძის თქმით, რადიკალები მზად არიან, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ყველანაირ ხერხს მიმართონ.

“სისხლის სუნი ეცათ ამ სისხლის სუნით აყროლებულებ-გაჟღენთილებს!

ამათთვის სულერთია!

ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და აკვნის ბავშვებსაც თვალის დაუხამხამებლად დახოცავენ და ამოწვავენ თემურ-ლენგივით!

არ წვავდნენ თუ ქართველ პოლიციელებს 7-8 მარტს?!

ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და რა “ვაგნერი”, რის “ვაგნერ”-პრიგოჟინთან შეკვრა, რომ შეიძლებოდეს ერმოლოვსაც კი გააცოცხლებენ და მას შემოუძღვებიან!

არ აქვთ გამოცდილება თუ?!

“შესტიორკებად”არ იყვნენ ქცეული და მძღოლებად არ ეჯდნენ 2008-ში მათი გუბერნატორები რუს გენერლებს!

არც კი გაბედოთ ხელის გატოკება!

თქვენ საქართველოს დედიან-ბუდიანად მტრებო!” – წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები,...

გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელს, საკვებს თუ მდიდრულ მოგზაურობებს ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ბიძინა...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...