“ყველა ენჯეო და არასამთავრობო, რომელიც ვიგულისხმე არიან მთავრობასთან გარიგებული ორგანიზაციები… თქვენ ხართ რუსეთის მონები. სულით და გულით დაგასანქცირებთ” – ბექა გრიგორიადისი “იმედს” ემუქრება

ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი ტელეკომპანია „იმედს“ ემუქრება. გრიგორიადისი ამბობს, თითქოს ტელეკომპანიამ დაამახინჯა მისი განცხადება, რომელიც მანვე 22 ივნისს „ფეისბუქზე“ თავად გაავრცელა.

„თქვენ აიღეთ ჩემი დამახინჯებული პოსტი და საერთოდ არ გამეკაროთ. თქვენ ხართ რუსეთის მონები. სულით და გულით დაგასანქცირებთ, თქვე არასწორო ადამიანების ჯგუფო. მოვა დრო და ბევრი თქვენი უამრავი შავი საქმის შემსრულებელი პასუხს აგებს სასამართლოს წინაშე. ყველა ენჯეო და არასამთავრობო, რომელიც ვიგულისხმე არიან მთავრობასთან გარიგებული ორგანიზაციები, ისიც ვერ მიხვდით, რომ მალე შეგისრულებთ. მომყევით ჩემს თამაშში, წარმატებები ბნელებო“, – მიწერა ბექა გრიგორიადისმა ტელეკომპანიას.

ბექა გრიგორიადისმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ ლაზარე გარკვეულმა ორგანიზაციებმა და ენჯეოებმა გამოიყვანეს აქციაზე და მსხვერპლად შესწირეს რუსულ მთავრობას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები,...

გიორგი გამსახურდია ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ტანსაცმელს, საკვებს თუ მდიდრულ მოგზაურობებს ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ბიძინა...

არჩილ გორდულაძე: თუ ნიკა...