ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ლიკა ბასილაია – შავგულიძის facebook სტატუსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს” ბორდში ჰყავს ფაშისტი წევრი.
მისი თქმით, შავგულიძე – ბასილაიას ქმედება არის ცენზურა და ჟურნალისტების დამოუკიდებელ საქმიანობაში ჩარევა. სასწრაფოდ მოსაშორებელია „საზოგადოებრივი მაუწყებელს“ სანამ პირდაპირ რედაქტორებისა და ჟურნალისტების ოთახებში დაიწყო საქმის გარჩევა.
“საზოგადოებრივ მაუწყებელს” ბორდში ჰყავს ფაშისტი წევრი. დიახ, ეს არაფერია, თუ არა ცენზურა, ჟურნალისტების დამოკიდებელ საქმიანობაში ჩარევა და მათთვის დირექტივების მიცემა. ორ გვარა ლიკას თუ არ მოსწონს ზაზა შათირიშვილი, თურმე არ უნდა გააშუქოს “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”? სასწრაფოდ მოაცილეთ ეს ფაშისტკა ცენზურის „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, სანამ პირდაპირ რედაქტორებისა და ჟურნალისტების ოთახებში დაიწყო საქმის გარჩევა…“ – წერს გვენეტაძე facebook – ზე.
ცნობისთვის: ლიკა ბასილაია-შავგულიძე წერს: “საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების პორტალზე კვლავ გამოქვეყნდა ზაზა შათირიშვილის ანტიდასავლური “ნაშრომი”, სადაც მან ერთ ქვაბში ჩაყარა “ამერიკის მმართველი რამდენიმე ოჯახი” “ელგებეტე პროპაგანდა”, ჰეფი მილი “ელტონჯონიანად” და ჩვენი “გარყვნის”ამბავი ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში და სხვა ბოდვა, ზუსტად ის, რითაც რუსი დუგინი სახლში ტვინს ურეცხავს მასებს. ადრე მივმართეთ ამ საკითხზე დირექტორს, არგუმენტად მოიტანა, რომ ასეთი მოსაზრებაც ხომ არსებობსო, ჰოდა კონტრარგუმენტად ვუთხარით, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციის და კონსპირაციის თეორიების პოპულარიზაცია აკრძალულია კანონით მაუწყებლობის შესახებ და არ არის საზმაუს მისია მითუმეტეს. აქვე ისიც ვუთხარით, რომ სხვა ფილოსიფოსთა, ისტორიკოსთა თუ მკვლევართა განსხვავებული მოსაზრებები ანალოგიურ თემებზე არ არსებობს ჩვენს არხზე და მით უფრო მიუღებელია, რომ ახალი ამბების სექციაში დუგინის მოწაფის, შათირიშვილის პროპაგანდისტული ანტიდასავლური წერილები პერმანენტულად იბეჭდება- თქო (სულ 40 მდეა უკვე!). ვაპირებთ მივმართოთ ამ საკითხზე ევროპის მაუწყებელთა კავშირს.”









