4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

სვიმონ მასხარაშვილი-ვინც საკითხს აყენებს ასე, “ ან აფხაზეთი და ან ევროკავშირი” ის ნიჰილიზმსა და შუღლს სთესავს ქართულ საზოგადოებაში, შესაბამისად, პუტინური რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს!

„ვინც საკითხს აყენებს ასე, რომ “ ან აფხაზეთი და ან ევროკავშირი…” ის ნიჰილიზმსა და შუღლს სთესავს ქართულ საზოგადოებაში და, შესაბამისად, პუტინური რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს!“- ამის შესახებ ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მასხარაშვილი ფადი ასლისა და მის სტატუსის მომწონებელი ნაცების პასუხად წერს, რომ ან აფხაზეთ-სამაჩაბლოსთან ერთად რუსეთის კოლონიად გადაქცევა ანდა უაფხაზეთოდ ევროკავშირის წევრობა- არის ცრუ არჩევანი, რომელიც ვერასდროს იარსებებს:

„ ოდიოზური ფადი ასლისა და მის სტატუსის მომწონებელი ნაცების პასუხად:

ან აფხაზეთ-სამაჩაბლოსთან ერთად რუსეთის კოლონიად გადაქცევა ანდა უაფხაზეთოდ ევროკავშირის წევრობა- არის ცრუ არჩევანი, რომელიც ვერასდროს იარსებებს:

1. რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებს იურიდიულად ევროკავშირი საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და ამ პოზიციას აღარავინ შეცვლის სისხლის სამართლის დამნაშავედ და ძებნილად გამოცხადებული პუტინის სასარგებლოდ! შესაბამისად აფხაზეთ-სამაჩაბლოზე უარის თქმის გამო არათუ არ დავუახლოვდებით ევროპას, არამედ უფრო დავშორდებით!

2. რუსეთთან ინტეგრაცია ცხინვალს და აფხაზეთს ვერანაირად ვერ დაგვაბრუნებინებს, რადგან ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტთა გამღვივებელი სწორედ რუსი პოლიტიკოსები იყვნენ, რომელთა ცხოვრების წესი იყო და არის: გათიშე და იბატონე და რომელთა უსაყვარლესი იარაღიც დესტრუქციის ექსპორტია.

ვინც საკითხს აყენებს ასე, რომ “ ან აფხაზეთი და ან ევროკავშირი…” ის ნიჰილიზმსა და შუღლს სთესავს ქართულ საზოგადოებაში და, შესაბამისად, პუტინური რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს!“- წერს სიმონ მასხარაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები