საქართველოში ჩინეთის საელჩო, ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოში ჩინეთის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების გამო, სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს”- აღნიშნულია ჩინეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.








