ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ბავშვისა და ქალის ცხედრები ამოასვენეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
მაშველები შემთხვევის ადგილზე სამაშველო-სამძებრო ღონისძიებებს განაგრძობენ. ცოტა ხნის წინ ნანგრევებიდან მაშველებმა არასრულწლოვანი გოგონა ცოცხალი გამოიყვანეს.
ნანგრევებში კიდევ 4 ადამიანი რჩება.
აფეთქება ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში დილით მოხდა.
როგორც შშმ პირი ჰყვება, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.









