მაკა ბოჭორიშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდა, – ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას.

„საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაძლიერების შესაძლებლობებზე. მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი...

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე, ეროვნული ბანკის როლის შესახებ ლარის სტაბილურობისა და ინფლაციის მოთოკვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. მისი განცხადებით, პერიოდულად, საქართველოს ეკონომიკის,...