რევაზ ნადარაია ნიკა გვარამიას: ბატონო ნიკა, ეს არასერიოზული პასუხია, დავსერიოზულდეთ იმიტომ, რომ ბატონ ჯაფარიძესთან ერთად აპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას და რას აპირებს ჯაფარიძე არ გაინტერესებთ? რა ხედვები აქვს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. რატომ არის ასეთი არასერიოზული მიდგომა ასეთ მძიმე თემებთან მიმართებით

ბატონო ნიკა, ეს არასერიოზული პასუხია, დავსერიოზულდეთ იმიტომ, რომ ბატონ ჯაფარიძესთან ერთად აპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას და რას აპირებს ჯაფარიძე არ გაინტერესებთ? – ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ნიკა გვარამიას.

კერძოდ, რევაზ ნადარაიამ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2013 წელს გაკეთებული განცხადება გაიხსენა და აღნიშნულთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას დამოკიდებულებით დაინტერესდა.

„თქვენ 23-ე მუხლი ახსენეთ წარსულთან მიმართებით და გასაგებია. მომავალთან მიმართებით შეგეკითხებით. ქალბატონ ხოშტარიასთან მიმართებით კარგად ვერ გავიგე, ბოლო ბოლო წარმოადგენთ თქვენ ამ „დროას“ დღეს? ახლა ბატონ ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით. „ის, რომ ადამიანებს ციხეში ურტყამდნენ, მე ვიცოდი და მთელმა ჩემმა გარემოცვამ იცოდა. ის, რომ კარანტინის დაშლა ხდებოდა და პატიმრებს ურტყამდნენ, საკანში თუ ვინმე ხმას ამოიღებდა ურტყამდნენ, ესეც ვიცოდი და გარემოცვამ იცოდა“ – ამას ამბობს 2013 წლის 27 ივლისს ბატონი ჯაფარიძე. ამის შემდეგ უკვე ხდება პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიიდან და დღეს როგორც რეალობაა, თქვენი კოალიციის წევრია. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამ კოალიციის სახით არჩევნებში გაიმარჯვებთ, მოხვალთ, ბატონ ზურაბს რა დამოკიდებულება ექნება ისევ ანალოგიურთან. თითქოს აქ იკითხება, რომ ძალიან გულგრილი დამოკიდებულება აქვს“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

მის ამ განცხადებას გვარამიამ უპასუხა, – „ახლა მე მუცლით მეზღაპრე ხომ არ ვარ ეგ გამოვიცნო“.

„ბატონო ნიკა, ეს არასერიოზული პასუხია, დავსერიოზულდეთ იმიტომ, რომ ბატონ ჯაფარიძესთან ერთად აპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას და რას აპირებს ჯაფარიძე არ გაინტერესებთ? რა ხედვები აქვს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ეს არის ამ ადამიანის ნათქვამი და თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამასთან მიმართებით, რატომ არის ასეთი არასერიოზული მიდგომა ასეთ მძიმე თემებთან მიმართებით. მე დამოკიდებულება მინდა უმძიმესი თემისადმი“, – დასძინა რევაზ ნადარაიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი...

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე, ეროვნული ბანკის როლის შესახებ ლარის სტაბილურობისა და ინფლაციის მოთოკვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. მისი განცხადებით, პერიოდულად, საქართველოს ეკონომიკის,...