ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე მდინარე ხევისწყალზე ახალი ხიდი შენდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე (კმ83-კმ84), მდინარე ხევისწყალზე, სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

ახალი ხიდი ხუთმალიანია და მისი მთლიანი სიგრძე 174,8 მეტრს შეადგენს. პროექტი მოიცავს სახიდე გადასასვლელის მშენებლობას მისასვლელი გზებითა და ტროტუარებით.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5,9 მლნ ლარით ფინანსდება. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შაკო ჩაჩანიძე პატიმრის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: მსგავსი ინიციალების მქონე...

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე, ლაითურის ციხეში პატიმრის გაუპატიურებასთან დაკავშირებით „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებას უწოდებს, რაც გიორგი...