1 სექტემბერი, სამშაბათი, 2026
1 სექტემბერი, სამშაბათი, 2026

თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი – მუსტაფა ჩიფთჩი, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია.

სულხან თამაზაშვილი თურქ კოლეგას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრას. ასევე, დაგეგმილია ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების პოლიციის აკადემიებს შორის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები