თორნიკე ჭეიშვილი თენგო თევზაძეს: მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება

როდესაც ვსაუბრობთ დესტრუქციული მანდატის შესახებ და დესტრუქციულ უარზე მანდატთან დაკავშირებით, აქ არის პირველ ყოვლისა, შინაარსობრივი კომპონენტი მნიშვნელოვანი. აქ არის მნიშვნელოვანი, რა მიზნით ხდება და რა გარემოებით არის ნაკარნახები, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები, გააჩნია, რა ვითარებაა, ორგანიზებულად და ერთობლივად მიმართავენ ამ ზომას, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა.

ჭეიშვილის თქმით, საუბარია არა იმაზე, პროცედურა იქნა დაცული თუ პირიქით, არამედ, თუ რა იყო ამ ინსტრუმენტის გამოყენების მიზანი, როდესაც საზოგადოებისგან მიღებული დემოკრატიული მანდატის ფონზე, ორგანიზებულად და ერთობლივად მოხდა, არა მხოლოდ შესაბამისი სიიდან პარლამენტში გასულების, არამედ მთელი სიების ჩახსნა.

„იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ პროცედურა იქნა დაცული თუ პირიქით, აქ იმაზეა ლაპარაკი, მიზანი რა იყო იმისა, რომ აღნიშნული ინსტრუმენტი იქნა გამოყენებული თქვენი მხრიდან. მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით. დემოკრატიული მანდატი, რომელიც თქვენ საზოგადოებისგან მიიღეთ, ფაქტობრივად, ასეთი ორგანიზებული ფორმით, ერთობლივად, არამარტო იმის, ვინც გასული იყო შესაბამისი სიიდან პარლამენტში, არამედ მთელი სიების ჩახსნა მოხდა. ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტის ლეგიტიმურობის არაღიარება, ზოგადად, კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება.“- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე ლემონჯავას: მთავარია, რას აკეთებენ პარტიები დაფუძნების დღიდან და როგორ...

საკონსტიტუციო სასამართლოში, „დროას“ წევრის გიგა ლემონჯავას კითხვაზე პასუხის გაცემისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ პარტიის საქმიანობის შეფასებისას გადამწყვეტი მისი დაფუძნების თარიღი კი...