რევაზ ნადარაია ანა წითლიძეს: ქალბატონო ანა, ყველა პასუხს თუ შეფასებებად შერაცხავთ თქვენ, მაშინ უნდა ავუკრძალოთ საერთოდ მოსარჩელე მხარეს პასუხის გაცემა. შეფასებები შემდეგ ორივე მხარემ გააკეთეთ თქვენს დასკვნით პასუხში

ქალბატონო ანა, ყველა პასუხს თუ შეფასებებად შერაცხავთ თქვენ, მაშინ მოსარჩელე მხარეს საერთოდ უნდა ავუკრძალოთ პასუხის გაცემა, – ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ანა წითლიძეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, შეფასებების გაკეთება ორივე მხარეს დასკვნით პასუხში შეუძლია.

„ქალბატონო ანა, ყველა პასუხს თუ შეფასებებად შერაცხავთ თქვენ, მაშინ მოსარჩელე მხარეს საერთოდ უნდა ავუკრძალოთ პასუხის გაცემა. ის, თუ მოსარჩელის პასუხში თქვენი პასუხი ვერ მიიღეთ, ეს შემდგომ შეგიძლიათ ჰკითხოთ.

ასე იყო თქვენთან მიმართებითაც. არამარტო თქვენთან, ყველა მოპასუხესთან მიმართებით. როდესაც პასუხს ვიღებდით იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო და სასამართლო ამ ყველაფერს შეაფასებს – სად იყო პასუხის გაუცემლობა, სად იყო თავის არიდება, სად იყო ზუსტი პასუხები გაცემული. აქედან გამომდინარე, ეს შეფასებები შემდეგ ორივე მხარემ გააკეთეთ თქვენს დასკვნით პასუხში. კითხვა-პასუხის რეჟიმში თითოეული შეკითხვის შეფასება არ გვინდა“, – აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თორნიკე ჭეიშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე: მინდა პარალელი გავავლო როინ შავაძის საქმესთან...

ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, თავად დასკვნაშიც არის ნახსენები, საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, საზოგადოებრივი საბჭოს ეგიდით მომზადებული ანგარიში 2014 წელს, თან ერთვის შესაბამისი ბმული და...