30 აგვისტო, კვირა, 2026
30 აგვისტო, კვირა, 2026

CNN: ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა

ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

მოსახლეობამ უარყო მთავრობის ინიციატივა ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებაზე და იმათ პოზიციას მიემხრო, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყნის სათევზაო აკვატორიის სასწორზე დაყენება არ ღირს.

„ეს გადაწყვეტილება ბრიუსელისთვის გულდასაწყვეტია. ევროპელი ჩინოვნიკები ისლანდიას „უპრობლემო“ პარტნიორად განიხილავდნენ, რომელსაც ევროკავშირის გაფართოების მოწინააღმდეგეთა ეჭვები უნდა გაეფანტა და, არქტიკის უსაფრთხოების ფონზე, ბლოკი სტრატეგიულად გაეძლიერებინა“, – წერს CNN-ი.

მთავრობა გაწევრიანების გეგმას „ახლა ან არასდროს“ პრინციპით უდგებოდა, პრემიერ-მინისტრმა კრისტრუნ ფროსტადოტირმა კი აგვისტოში ამომრჩევლები გააფრთხილა, რომ უარის შემთხვევაში ევროკავშირზე საუბარი საბოლოოდ დასრულდებოდა.

ევროკავშირში შესვლის მომხრეები კი ამტკიცებდნენ, რომ გაწევრიანება შეამცირებდა მაღალ საპროცენტო განაკვეთებს და ქვეყანას მეტ სტაბილურობას მოუტანდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები