Reuters: ნეპალსა და ტიბეტში დაღუპულთა რიცხვმა 750-ს მიაღწია, ხოლო 3044 ადამიანი დაკარგულად ითვლება

ნეპალსა და ტიბეტში კატასტროფული წყალდიდობი შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 750-ს მიაღწია, ხოლო 3044 ადამიანი დაკარგულად ითვლება – მონაცემებს ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, მაშველები მდინარის დონის აწევის გამო უფრო შემაღლებულ მაღალ ადგილებში გადავიდნენ. როგორც ცნობილია, პარასკევის შემდეგ სამაშველო ოპერაციები რამდენჯერმე შეჩერდა ცუდი ამინდის და საფრთხის გამო, რომ ნეპალ-ჩინეთის საზღვარზე ოთხშაბათს მყინვარის ჩამონგრევის შედეგად წარმოქმნილმა ტბამ შესაძლოა, ახალი წყალდიდობა გამოიწვიოს.

სტიქია 26 აგვისტოს ჰიმალაის მთებში მყინვარის ჩამოშლის შედეგად განვითარდა, რამაც წყალმოვარდნა და ღვარცოფი გამოიწვია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე...

საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ეს ერთი მხრივ, შეიძლება, საქართველოს მხრიდან ამბიციური განაცხადია, მეორე მხრივ საქართველო უკვე ათწლეულებია, არის...