უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევმა პარტნიორებისგან Patriot-ის ტიპის რაკეტები მიიღო.
აღნიშნული განცხადება ზელენსკიმ ესტონეთის პრეზიდენტთან ალარ კარისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ზელენსკიმ არ დააკონკრეტა, თუ რა რაოდენობის რაკეტები მიიღო, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა მეტი.
„Patriot-ის რაკეტების მცირე ნაწილი გადმოგვეცა. რამდენი – ვერ გეტყვით, მაგრამ ცოტაა. მეტია საჭირო“, – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, კიევს ოფიციალურად დაუდასტურეს, რომ უახლოეს მომავალში მას ფრანგული Crotale-ს ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებსა და საჭირო რაკეტებს გადასცემენ.
მისი თქმით, უკრაინამ აგრეთვე AIM-ის ტიპის რაკეტები მიიღო, რომლებსაც რუსული ფრთოსანი რაკეტების ჩამოსაგდებად იყენებენ.









