საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში საგზაო უსაფრთხოების 2026-2030 წლების ეროვნული სტრატეგია გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, ახალბედა მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დანერგვა იგეგმება.
ახალბედა მძღოლების მიერ ჩადენილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების მიმართ უფრო მკაცრი სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების იქნება გამოყენებული.
სტრატეგიის მიხედვით, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს ავტომობილში ისეთი მოწყობილობის მონტაჟი, რომელიც ალკოჰოლური თრობისას მძღოლს მანქანის დაძვრის საშუალებას არ მისცემს.
ეტაპობრივად დაინერგება სპეციალური ტექნიკური საშუალებები, რომლებიც ნარკოტიკულ თრობას გამოავლენს.
საგზაო უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში ასევე საუბარია ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედების გამოყენების მნიშვნელობაზე და ამ მიზნით, იგეგმება საკანონმდებლო ბაზის მომზადება.
სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ იგეგმება საბავშვო სავარძლების გამოყენების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებაც.









