8 აგვისტო, შაბათი, 2026
8 აგვისტო, შაბათი, 2026

საქართველოს პრეზიდენტი: დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს გმირებს, რომლებმაც ზუსტად 18 წლის წინ ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე, შესწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს გმირებს, რომლებმაც ზუსტად 18 წლის წინ ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე, შესწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო არის უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა, რომელსაც სხვადასხვა ეპოქაში ყოველთვის ჰყავდა გამორჩეული გმირები.

„კიდევ ერთხელ, დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას. საქართველო არის უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა, სხვადასხვა ეპოქაში ჩვენ ყოველთვის გვყავდა გამორჩეული გმირები, გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც მაგალითი იყვნენ ჩვენი საზოგადოების. სწორედ აგვისტოს გმირი ჯარისკაცები არიან, თითოეული ჩვენგანის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი. მარადიული ხსოვნა მათ სულებს. მათი კოლეგები, რომლებმაც გააგრძელეს მათი სულისკვეთება და მოღვაწეობა ჩვენს თავდაცვის ძალებში, რომლებიც გადაურჩნენ ომს, დღეს ჩვენი თავდაცვის ძალების რიგითი სამხედროდან დაწყებული, უმაღლესი თანამდებობის სამხედრო პირებამდე, ყველა განმსჭვალულია ჩვენი გმირების სულისკვეთებით და სწორედ მათ მაგალითზე აგრძელებენ ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერებასა და განვითარებას და მადლობა მათაც“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები