4 აგვისტო, სამშაბათი, 2026
4 აგვისტო, სამშაბათი, 2026

დავით ქართველიშვილი: იმ რუსოფობიის – რომლის გამოვლინებას 2008 წლის აგვისტოდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე – ადგილი არა თუ არ ჰქონია, არამედ ამ პერიოდმა უკრაინის მომავალი მოქალაქის, სააკაშვილის თაოსნობით – არნახული რუსოფილიის ნიშნით ჩაიარა, სწორედ ამის შესახებ გვახსენებს დღეს პრემიერ-მინისტრი თავისი წერილით და ძალიანაც რომ მოინდომოს ოპონენტმა, ძნელია მის შინაარსს არ დაეთანხმო

რუსოფობიის – რომლის გამოვლინებას 2008 წლის აგვისტოდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე – ადგილი არა თუ არ ჰქონია, არამედ ამ პერიოდმა უკრაინის მომავალი მოქალაქის, სააკაშვილის თაოსნობით – არნახული რუსოფილიის ნიშნით ჩაიარა. სწორედ ამის შესახებ გვახსენებს დღეს პრემიერ-მინისტრი თავისი წერილით და ძალიანაც რომ მოინდომოს ოპონენტმა – ძნელია მის შინაარსს არ დაეთანხმო, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილის აღნიშნავს, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს საკუთარ იდენტობას უკომპრომისო ანტირუსულ რიტორიკაზე აგებენ, მსგავსი შეურიგებლობით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ გამოირჩეოდნენ, როცა საქართველომ დაკარგა თავისი ტერიტორიების ნაწილი, ასობით ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით მოქალაქე კი დევნილად იქცა.

მისივე თქმით, მთავარი პრობლემა რუსეთის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება კი არა, პოლიტიკური თანმიმდევრულობაა, რადგან, პრინციპები გარემოებების ცვლილებასთან ერთად არ უნდა იცვლებოდეს.

„დიდი ხანია არ მტოვებს ასოციაცია, რომ ყირიმის ანექსიის გამო, კიევის რეზიდენტურიდან მიღებული დავალების თანახმად, ჩვენი უსამშობლოთა რაზმი რუსეთზე ორიგინალურად იძიებს შურს – და მათთვის უცხო ქვეყანას, საქართველოს, მისი ტოტალური უკრაინიზაციის გზით, ოფიციალური კიევის დე-ფაქტო “ანექსიის” ქვეშ აქცევს. აქ უკვე წლებია აფრიალებენ უკრაინის დროშებს, წლებია ბელადად – უკრაინის მოქალაქე ჰყავთ და საქართველოს სოფლებსა თუ ქალაქებში გაღვივებული რუსოფობიის რეციდივსაც – უკრაინული “აქცენტით” ახორციელებენ. იმ რუსოფობიის – რომლის გამოვლინებას 2008 წლის აგვისტოდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე – ადგილი არა თუ არ ჰქონია, არამედ ამ პერიოდმა უკრაინის მომავალი მოქალაქის, სააკაშვილის თაოსნობით – არნახული რუსოფილიის ნიშნით ჩაიარა. სწორედ ამის შესახებ გვახსენებს დღეს პრემიერ-მინისტრი თავისი წერილით და ძალიანაც რომ მოინდომოს ოპონენტმა – ძნელია მის შინაარსს არ დაეთანხმო.

განსაკუთრებით 2022 წლიდან, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში აშკარად გამოიკვეთა ერთი საინტერესო მეტამორფოზა, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია. სწორედ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს საკუთარ იდენტობას უკომპრომისო ანტირუსულ რიტორიკაზე აგებენ, მსგავსი შეურიგებლობით არც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოირჩეოდნენ: მაშინ საქართველომ დაკარგა თავისი ტერიტორიების ნაწილი, ასობით ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით მოქალაქე დევნილად იქცა, ხოლო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება ქართული სახელმწიფოებრიობისთვის უმძიმესი დარტყმა გახდა. მიუხედავად ამისა, სწორედ მაშინ არ ჩამოყალიბებულა ის რადიკალური პოლიტიკური რიტორიკა, რომელსაც დღეს ვისმენთ.

კიდევ უფრო თვალშისაცემია განსხვავება იმდროინდელ პრაქტიკასა და დღევანდელ განცხადებებს შორის.
ომის შემდეგ დღევანდელი რუსოფობიის იმდროინდელ ობიექტთან – რუსეთის ფედერაციასთან: გაგრძელდა ეკონომიკური, სავაჭრო და ტურისტული ურთიერთობები, მიიღებოდა გადაწყვეტილებები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლას ამარტივებდა, ვითარდებოდა ჰუმანიტარული კავშირები, ხოლო დღევანდელი ყველაზე ხმამაღალი „რუსოფობების“ დიდი ნაწილი არც ამ პოლიტიკას აპროტესტებდა და არც მასში რაიმე მიუღებელს ხედავდა. ამიტომ სრულიად ბუნებრივია კითხვა: თუ დღევანდელი პოზიცია პრინციპებზეა დაფუძნებული, რატომ არ იყო იგივე პრინციპები ასეთივე მტკიცე მაშინ, როდესაც რუსეთის აგრესიის უმძიმეს შედეგებს უშუალოდ საქართველო განიცდიდა?

სწორედ ამიტომ ჩნდება შთაბეჭდილება, რომ გარდატეხა არა 2008 წლის ტრაგედიის გააზრებას, არამედ 2022 წლის შემდეგ ჩამოყალიბებულ საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგს და ადგილობრივი აგენტურისთვის ზემოდან ჩაშლილ დავალებას უკავშირდება. შედეგად, პოლიტიკური მობილიზაციის მთავარ საფუძვლად არა საკუთარი ეროვნული ტრაგედია, არამედ გლობალური იდეოლოგიური და საინფორმაციო კონიუნქტურა იქცა. ასეთ ვითარებაში სრულიად ბუნებრივია საზოგადოების კითხვაც – რამდენად დამოუკიდებელია ეს პოლიტიკური პოზიცია, თუ მისი სიმწვავე არა საქართველოს ტრაგედიის, არამედ უცხო ქვეყნის ბედზე ნიანგის ცრემლებს და საერთაშორისო გარემოს ცვლილებას დაემთხვა.

მთავარი პრობლემა აქ თავად რუსეთის მიმართ დამოკიდებულება კი არ არის, რადგან 2008 წლის შემდეგ ქართული საზოგადოების ჯანსაღ ნაწილში კრიტიკული დამოკიდებულება ბუნებრივად ჩამოყალიბდა. მთავარი პრობლემა თანმიმდევრულობა და პოლიტიკური გულწრფელობაა. პრინციპები მხოლოდ მაშინ იძენს ფასს, როდესაც ისინი გარემოებების ცვლილებას არ ემორჩილება. ხოლო თუ პოლიტიკური რადიკალიზმის ხარისხი ზუსტად ემთხვევა საერთაშორისო დღის წესრიგის ცვლილებას, საზოგადოების ნაწილს სრულიად ლეგიტიმური საფუძველი უჩნდება იფიქროს, რომ საქმე მყარ ღირებულებებთან კი არა, რეზიდენტურიდან აგენტურაზე მიცემულ დავალებასთან, ახალ პოლიტიკურ მოდასთან და გარე კონიუნქტურასთან ადაპტაციასთან აქვს. სწორედ ეს წინააღმდეგობა – წარსულ ქმედებებსა და დღევანდელ რიტორიკას შორის – დღეს რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ და ყველაზე ხშირად დასმულ კითხვად რჩება.“ – წერს ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები