AXIOS: ირანმა ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებს ცეცხლი გაუხსნა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებმა ჰორმუზის სრუტეში გამავალ კომერციულ გემებს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას AXIOS-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ირანმა გემების მიმართულებით სულ მცირე ორი რაკეტა გაუშვა. ფაქტს ადასტურებს ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალურ პირიც, რომელმაც აღნიშნა, რომ გემებმა მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღეს.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულია.

ამასთან ერთად, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ვაჭრობის საოპერაციო ცენტრი (UKMTO) ავრცელებს ინფორმაციას, რომ ომანის სანაპიროსთან ახლოს ერთ-ერთ გემს ამოუცნობი ჭურვი მოხვდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: არ გვაქვს უფლება, დავივიწყოთ წარსულის მძიმე გამოცდილება და მომავალ...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც ჩამოთვალა ის გარემოებები, რომელიც კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებული პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს....