3 ივლისი, პარასკევი, 2026
3 ივლისი, პარასკევი, 2026

უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: უზბეკეთის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს

უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან გამართული მოლაპარაკებების დროს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა. ინფორმაციას უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიწრო ფორმატში და ოფიციალური დელეგაციების მონაწილეობით მოლაპარაკებები გამართეს. ჩვენი ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ორ ათწლეულზე მეტხანს არ განხორციელებულა და მას უზბეკეთ-საქართველოს ურთიერთობების თვისებრივად ახალ საფეხურზე ასაყვანად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრაზე განიხილეს პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების საკითხები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, სატრანსპორტო-სატრანზიტო, ტურისტულ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უზბეკური მხარის განცხადებით, გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 270 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 100 მილიონ დოლარს უკვე მიაღწია.

მირზიოევი და კობახიძე შეთანხმდნენ გააფორმონ ცალკე „საგზაო რუკა“, რომელიც უახლოეს წლებში სავაჭრო ბრუნვას 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდის, ვაჭრობაში არსებულ დისბალანსს აღმოფხვრის, სასურველი პროდუქციის იმპორტ-ექსპორტს გაზრდის და სამრეწველო გამოფენების გამართვას შეუწყობს ხელს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები